Digest Logo

2 460 ინფიცირება, 1 082 გამოჯანმრთელება, 20 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

1627023847
კორონავირუსის ტესტი

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი, ხოლო 1 082 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 398081 -ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5656 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 370565 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,32%, ბოლო 14 დღის - 5,38%, ბოლო 7 დღის - 6,03%.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

ზუგდიდში 60 წლამდე კაცი მოკლეს

კახეთში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

VIDEO: „გარდაცვლილ ბებიასთან კავშირი დღესაც მაქვს, საკმაოდ საინტერესო და ჯანსაღი პროცესია“ - ანზორ ოდიშარია