Digest Logo

„2022 წლიდან საქართველომ შესაძლებელია 6 თვიდან დაწყებული ასაკის ბავშვები აცრას“ - ივანე ჩხაიძე

1627633342
ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ 2022 წლიდან საქართველომ, შესაძლებელია, 6 თვიდან დაწყებული ასაკის ბავშვები იმუნიზაციის პროცესში ჩართოს.

როგორც ჩხეიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფის ვაქცინაცია შესაძლებელი გახდება.

“ჩვენი გადაწყვეტილება ჩავრთავთ თუ არა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს იქნება დაფუძნებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაზე. ეს რეკომენდაცია აუცილებლად იქნება, უბრალოდ დროის ფაქტორია. წარმოუდგენელია პანდემიის დამარცხება მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობის ვაქცინაციით.

აშშ-ში დეკემბრისთვის 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში დასრულდება კვლევა. წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება უკვე კონკრეტული რეკომენდაცია 6 თვის ზემოთ, ყველა პედიატრიული ასაკის ბავშვის აცრასთან დაკავშირებით მიღებული ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მარეგულირებლის მიერ, ამერიკის CDC-ის მიერ. როგორც კი ეს კვლევები დასრულდება, ამის შემდგომი ნაბიჯი არის შემდგომი რეკომენდაცია, რომელიც ყველა ქვეყნისთვის გახდება საკმარისი იმისათვის, რომ მათ შეცვალონ ასაკობრივი ჯგუფები.ვფიქრობთ, რომ ჩვენ შემოდგომისთვის ალბათ გავაფართოვეთ და მივიღებთ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს და შესაძლებელია, უკვე 2022 წლიდან საქართველომ 6 თვიდან დაწყებული ასაკის ბავშვები აცრას. რა თქმა უნდა, ამის უკან ვაქცინების მომარაგების საკითხიც დგას. ასაკობრივი ჯგუფის გაზრდას აუცილებლად უნდა მოჰყვეს შესაბამისი რაოდენობით ვაქცინა. ჯერჯერობით ეს ეხება Pfizer-ს,” – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.