Digest Logo

3 141 ინფიცირება, 1 509 გამოჯანმრთელება, 20 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

1627455441
დადებითი

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდინფიცირების 3 141 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი, ხოლო 1 509 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 410 830-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 751 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 377 597 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 7,75%, ბოლო 14 დღის - 6,28%, ბოლო 7 დღის - 6,92%.