საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 1 335 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 407 689 -ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 731 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 376 088 პირი.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8,68%, ბოლო 14 დღის - 6,03%, ბოლო 7 დღის - 6,71%.
ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.