საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 039 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 56 ადამიანი, ხოლო 2 192 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 591 766-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 556 810 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 8 446 პაციენტი ემსხვერპლა.
ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.
კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.