Digest Logo

76 გარდაცვალება, 3 357 ინფიცირება, 5 772 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

1637477589
კორონა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 76 ადამიანი, ხოლო 5 772 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა. 

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 812 246-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 749 699 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 11 498 პაციენტი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 9,77%, ბოლო 14 დღის - 9,31%, ბოლო 7 დღის - 9,01%-ია.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.