Digest Logo

აჭარაში ტურისტებს დელტა შტამი დაუდასტურდათ

1626523451
ექიმები, კორონა

აჭარაში დელტა შტამის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. დელტა შტამი ტურისტებს დაუდასტურდათ, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს, მათთან დაკონტაქტებული პირები კი, აჭარის საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, იზოლაციაში არიან გადაყვანილები.

გარდა ამისა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქობულეთში ერთ-ერთი კაფეს 10 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კაფემ მუშაობა შეწყვიტა, ხოლო ინფიცირებულ თანამშრომლებთან დაკონტაქტებული პირები იზოლაციაში არიან გადაყვანილები.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბავშვთა საავადმყოფოში ინფიცირებულ 15 ბავშვი მკურნალობს. ზოგადად კი, მიმართვიანობა გაზრდილი არ არის.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge