Digest Logo

ალერგიულმა ადამიანმა ვაქცინაციამდე ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს – კულუმბეგოვის რეკომენდაცია

1620334500
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძნა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინაციის წინ  ანალიზის გაკეთება საჭირო არ არის. თუმცა, თუ ადამიანი ალერგიულია, რეკომენდაცია იქნება, ვაქცინაციის წინა დღეებში თავი შეიკავოს იმ საკვების მიღებისგან, რომლის მიმართაც მას გვერდითი მოვლენები აქვს.

„თუ ადამიანს ინდივიდუალური ანამნეზი აქვს, მაგალითად ნიგოზის ან თხილის მიმართ ალერგიულია, ვაქცინაციის წინა დღეს ნუ მოუწყობს საკუთარ თავს გამოცდას და არ მიირთვას. დანარჩენი, თუ ადამიანს არასოდეს ალერგია არ ჰქონია კვებითი კომპონენტების მიმართ, რაიმე დიეტის დაცვა და რაიმე შეზღუდვა, იმიტომ რომ ვაქცინაციას იტარებს, არ არსებობს.

რაც შეეხება ალკოჰოლს, ნასვამმა და ნაბახუსევმა ადამიანმა წამალიც კი არ უნდა მიიღოს და ვაქცინის წინა დღეს თავი უნდა შეიკავოს ალკოჰოლის მიღებისგან. თრობის პროცესი და ალკოჰოლის ზემოქმედება ცალსახად ადამიანის იმუნურ სისტემის ეფექტურობაზე მოქმედებს.

ამასთან, ბევრი ადამიანს აინტერესებს, საჭიროა თუ არა რაღაც ტიპის ანალიზების გაკეთება, ვაქცინაციის პროცესის წინ არავითარი ანალიზური შეფასება საჭირო არ გახლავთ. ეს არის იმის აუცილებლობა, რომ თქვენ ამის გარეშე არ მიგიშვებენ ვაქცინაციის ცენტრში ან არ გაგიკეთებენ.

ერთადერთი, თუ ადამიანი რაიმე ქრონიკული დაავადების მატარებელია და ეს დაავადება ან გამწვავებულია ან დიდი ხანია მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ჯობია მკურნალ ექიმს დაეკონტაქტოს, გაიაროს ყველა ასპექტი და ის გადაწყვეტს რაიმე ანალიზი ჭირდება თუ არა. ვაქცინაციის წინ რაიმე ვალდებულება ანალიზების არცერთ ადამიანს არ გააჩნია,“ – განაცხადა კულუმბეგოვმა „დღის კურიერში“.