Digest Logo

„არ გვინდა ზღაპრები და ტყუილები, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის“- გიორგი ფხაკაძე

1625834000
ფხაკაძე

„ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელს ვერ ვადგენთ. ჩვენ არ ვიცით ვინ გაიკეთა და როდის ვაქცინა. არ გვინდა ზღაპრები და ტყუილები, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და მშვენივრად ვაკეთებთ ყველაფერს, ამით უკვე მოსახლეობა ძალიან დაიღალა,“- ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა - გიორგი ფხაკაძემ „რუსთავის 2“-ის ეთერში ისაუბრა. 

გიორგი ფხაკაძის თქმით, ჯანდაცვის წარმომადგენლებმა აუცილებლად უნდა თქვან სიმართლე ვაქცინებზე.

ასევე მისი თქმით, ქვეყანაში სიკვდილიანობის ზუსტი აღრიცხვა არ ხდება.

„აუცილებლად უნდა ითქვას სიმართლე, რომ საქართველოში დელტა ვირუსია გავრცელებული. აგვისტოს დასაწყისში, საქართველოში იქნება დელტა ვირუსის შტამი, ეს არის ფაქტი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ არის მხოლოდ ის ადამიანი, ვინც საავადმყოფოში გარდაიცვალა. სიკვდილიანობის მაჩვენებელში უნდა შეიყვანონ იმ ადამიანების რიცხვიც, ვინ სახლში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებიდან 5-6 თვის შემდეგაც კი,“- ამბობს გიორგი ფხაკაძე.