ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს, თუ როგორ არის ორგანიზებული ნიუ-იორკში უსაფრთხოების საკითხები.
„საშობაო წარმოდგენებზე ბილეთებს ვარჩევდი და აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ კარგადაა ორგანიზებული ნიუ-იორკში უსაფრთხოების საკითხები.
მეტროპოლიტენ ოპერა 5 წლიდან ზემოთ ითხოვს კოვიდ ვაქცინის ორივე დოზას+14 დღე. არანაირი გამონაკლისი არ დაიშვება, თუნდაც უარყოფითი ტესტი. ბროდვეის მიუზიკლები – სავალდებულო ვაქცინაცია+14 დღე 12 წელს ზემოთ ადამიანებისთვის და უარყოფითი პსრ ტესტი ბავშვებისთვის.
მიუხედავად ამ პირობების დაცვისა, წარმოდგენაზე შესვლისას, იქვე სავალდებულოა ჯანმრთელობის სკრინინგი და სწორად მორგებული ნიღაბი.
თუ ცხოვრების გაგრძელება გვინდა წესების დაცვა და ერთმანეთის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მოგვიწევს.
დროა ყველამ გაითავისოს, თუ გვინდა სოციუმში ცხოვრება უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენი უფლებები მთავრდება იქ სადაც იზღუდება სხვების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება…“,- წერს ნანა გეგეჭკორი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„აღარ გვყავს... გული გაჩერდა“ - გიგა ბოკერიას მამა გარდაეცვალა
🔵მიხეილ ცაგარელის 7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
🔵ადვოკატის თქმით, NETFLIX-ის სცენარისტმა აღიარა, რომ ნონა გაფრინდაშვილზე სიმართლე იცოდა
🔵„გამოიყენეთ „ვიაგრა“ და ალცჰაიმერის დაავადებასაც აიცილებთ...“ - ფხაკაძე