პლასტიკური ქირურგი, კოტე მათითაშვილი ამტკიცებზ, რომ ადამიანებს, რომლებიც ფილერებს იყენებენ ვაქცინა საფრთხეს არ შეუქმნის.
„არანაირი ფილერი არ არის ვაქცინაციის უკუჩვენება !
არანაირი კავშირი კონკრეტულად „ფაიზერის“ ვაქცინასთან ამ რეაქციას (როგორც ვიცი და ვარ ინფორმირებული ) არ აქვს ! ყოველ შემთხვევაში მე ვერანაირი წყარო ვერ მოვიძიე …
აშშ – ში დაფიქსირდა 15.500 პაციენში 3 შემთხვევა ქსოვილის შეშუპების (ისიც „მოდერნას“ ვაქცინაა ნახსენები და არა „ფაიზერის“ )
ასეთივე რეაქცია ასევე დაფიქსირებულია ჩვეულებრივი გრიპის ვაქცინაციის შემდგომაც …
არანაირი რეკომენდაცია ამ მიმართულებით არ არის, გარდა იმისა, რომ აღნიშნული მოვლენის ( შეშუპება, შეწითლება ) რეკომენდებულია პაციენტმა მიმართოს სერტიფიცირებულ პლასტიკურ ქირურგს ან დერმატოლოგს, მკურნალობა მარტივია და მოვლენები ლაგდება მოკლე პერიოდში …“ - წერს ექიმი.
შეგახსენებთ, რომ დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვინც იყენებს ფილერს, Pfizer-ით აცრის შემდეგ შეიძლება ჰქონდეთ გართულებები.