Digest Logo

„ჩემი პაციენტი, 12 წლის ბავშვი ავცერით „ფაიზერის“ ვაქცინით“ - თემურ მიქელაძე

1627046485
პედიატრი თემურ მიქელაძე

როგორ აისახა პედიატრების მუშაობაზე ის, რომ ქვეყანაში დელტა შტამი ცირკულირებს - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის წევრმა, პედიატრმა თემურ მიქელაძემ „დღის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

მიქელაძის თქმით, ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების მთავარი მიზეზი არის ის, რომ ისინი აუცრელ ჯგუფს წარმოადგენენ და იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი ვაქცინის დოზების მიღების შემდეგ ვაქცინაცია ამ ასაკობრივ ჯგუფსაც მოიცავს. თემურ მიქელაძემ გამონაკლის შემთხვევაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი 12 წლის პაციენტი უკვე აიცრა „ფაიზერის“ ვაქცინით:

„ბავშვები უნდა განვიხილოთ ამ ეტაპზე ე.წ. აუცრელ ფენად, მოგეხსენებათ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია რამდენიმე ქვეყანაში ტარდება და ჩემი პაციენტიც იყო, 12 წლის ასაკის ბავშვი განსაკუთრებული ჩვენებით, რომელიც ავცერით "ფაიზერის" ვაქცინით. მე ვიმედოვნებ, რომ როდესაც დოზები გვექნება ეს ასაკობრივი ჯგუფიც მოვიცვათ, ამ ასაკობრივ ჯგუფშიც ჩავატარებთ ვაქცინაციას.

რაც შეეხება გავრცელებას, რა თქმა უნდა ბავშვებში არის გავრცელება იმიტომ, რომ ისინი არიან აუცრელები და შესაბამისად არის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ამ ეტაპზე, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული სიმძიმით მიმდინარეობა, რაც აქამდე არ ყოფილა ამ ასაკობრივ ჯგუფში, არ არის. გავრცელება არის იგივე 10-11 პროცენტში. ანუ თუ ინფიცირდება 3000-მდე ადამიანი 300-მდე არის ბავშვი.

ბოლო პერიოდში მკვეთრად იყო გაზრდილი მომართვიანობა, ან მე ვადასტურებდი ან დადასტურებული მიკავშირდებოდა, დღეს კი იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა და გამიხარდა. განსაკუთრებული სიმძიმე არ შემხვედრია და ჰოსპიტალიზაციის ერთი შემთხვევა მქონდა.

ჩვენი მთავარი მიზანი რა უნდა იყოს პედიატრებისაც, ოჯახის ექიმისაც - მაქსიმალური და დინამიკური მეთვალყურეობა გავუწიოთ ბავშვებს ბინაზე,“ - განაცხადა მიქელაძემ.