კორონავირუსით ინფიცირებული 26 წლის კოტე ლოლაშვილი გარდაიცვალა.
ის დედოფლისწყაროდან იყო და თბილისის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
საკუთარი დაინფიცირების შესახებ 6 სექტემბერს სოციალურ ქსელში თავად წერდა:
„დაინფიცირებული 1120 ადამიანში ორი ჩვენც მიგვათვალეთ“.
„დღე რომ დაიწყება ძალიან ცუდად. თავზარდაცემული ვარ. ზუსტად ვიცი, რომ ასეთ მდგომარეობაში მარტო მე არ ვარ. კოტე, უდიდესი ტკივილი ხარ, სიტყვები არ მყოფნის. უბრალოდ, დაუჯერებელია შენი წასვლა, უსამართლობაა, სისასტიკეა. რა სიტყვებით განუგეშოთ, ხალხო“.
„მეგობრობის ეტალონად დარჩები ჩემს გულში“.
„მთელი ცხოვრება ჩემ გულში იქნები ჩემო ღიმილის ბიჭო!!!!!“ - წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობრები.
კოტე ლოლაშვილის გარდაცვალებას ფეისბუკის პირად გვერდზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ეხმაურება:
„არ შემეძლო ეს არ დამეწერა. ამ ბიჭს საერთოდ არ ვიცნობდი, ნანახიც არ მყავდა. ფეისბუკზე მეგობრობა გამომიგზავნა, დავიმატე და პირადში მომწერა. ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთო და მინდაო, რომ მე ჩემი წვლილი შევიტანო იოსებ არიმათიელის ეკლესიის მშენებლობაშიო. თანხით შეიძლება ვერ დაგეხმაროთო, მაგრამ სამშენებლო მასალები და ტექნიკა შემიძლიაო. ძალიან გამიხარდა, დიდი მადლობა გადავუხადე და მოვილაპარაკეთ შევხედროდით და დაგვეგეგმა.
ცოტა ხანში ისევ მომწერა, კოვიდიდან ახალი გამოჯანმრთელებული ვიყავი. მე გავიგეო, რომ კოვიდი გქონდათო და ახლა მე მაქვსო, კლინიკაში ვწევარო, ცუდად ვარ მიჭირს სუნთქვაო. ძალიან შევწუხდი, მითუმეტეს იმ დღეებში ბავშვობის მეგობარი „პაკიშა“ წაგვართვა ამ ვერაგმა ვირუსმა.
მე რაც შემეძლო გავამხნევე, ცოტა დათრგუნული მეჩვენა. ვუთხარი ეცადე ბევრი იარო, ღრმად ისუნთქო ტკივილამდე, ეცადე გულაღმა არ დაწვე, მიიღე ბევრი წყალი, სითხეები. არ უყურო ტელევიზორს და არ გაეკარო ფეისბუკზე, ან ნეტში არანაირ ნეგატივს-თქო. მე დავამარცხე და შენც დაამარცხებ-თქო.
კარგი ხასიათი და პოზიტივი ანგრევს მაგ ვირუსს თქო. რავიციო ქვეყანა რაღაცას მიკეთებენო, მასე გავაკეთებო, მადლობა გადამიხადა. შემდეგ სულ ვკითხულობდი მის ამბავს, ნელნელა მძიმდებოდა, აი, ახლა ეს ცუდი ამბავი წავიკითხე. სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა, კარგო ბიჭო, უცნობო მეგობარო, ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ჩვენს კუთხეს…“
გარდაცვლილს სავარაუდოდ მეუღლე და 1 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵საშინლად უდროოდ წავიდა – ელენე ხოშტარია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს