Digest Logo

დავაყენებთ რეკომენდაციებს და მივმართავთ საკოორდინაციო საბჭოს - გამყრელიძე

1628158714
დაავადებათა კონტროლის ეროვნური ცენტრი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ შესაძლოა პირბადის ტარებასთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია შემოიღოს.

კითხვაზე, - რა რეკომენდაციებით მიმართავს სამშაბათს საკოორდინაციო საბჭოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეს შეიძლება პირბადის ტარებას უკავშირდებოდეს.

„ვფიქრობთ, რომ პირბადეებთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე რეკომენდაციას დავაყენებთ. ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - აცხადებს გამყრელიძე.