დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გადაცემა „პოლიტმეტრში“ ვაქცინაციის შესახებ საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება განათლების დაბალი დონით ახსნა. მისი თქმით, როდესაც ადამიანებს ვაქცინაში ჩიპი ჰგონიათ, ეს დაბალი განათლების ბრალია.
„ხომ იცით რასთან არის დაკავშირებული ეს ჩიპი? ეშმაკის და ა.შ. რასთან და განათლებასთან. განათლებაა მთავარი ქვეყანაში, მოსახლეობის განათლების საშუალო დონე. პირდაპირ ეს არის განათლებასთან დაკავშირებული. ჩვენ რომ ვამბობთ, დიახ, განათლებული ერი ვართ, მაგრამ... რომ დადგება საკითხი ამასთან დაკავშირებით, რომ ვლაპარაკობთ ამდენი ხანი, ხომ შეიძლება საზოგადოებრივი მორატორიუმი ქორწილებსა და ქელეხებზე და ამ დიდ წვეულებებზე. რა იქნება, თავი რომ შევიკავოთ?“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.