Digest Logo

„ლისის ტბა კოვიდბუდეა...“ - ექიმი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

1620998502
ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი

ექიმი ანი ქავთარაძე, რომელიც პანდემიის პერიოდში ბევრ საინტერესო რჩევებს გასცემს, ამჯერად ლისის ტბის შესახებ წერს. მისი თქმით, ლისის ტბა კოვიდბუდედ არის ქცეული და იქ ყველა რეკომენდაცია დარღვეულია.

„თითქმის ერთი წლის შემდეგ, დღეს პირველად ავედით ლისის ტბაზე – მინდა, ვთქვა, რომ ჩვეულებრივი, კოვიდბუდეა.

ფაქტობრივად, არავის უკეთია ნიღაბი, გადაადგილდებიან ჯგუფებად და შეუძლებელიცაა, დაჯგუფებები არ იყოს, იმდენი ადამიანი გროვდება გარკვეულ სივრცეებში. ცოტა ხანში (სამუშაო საათების დასრულების შემდგომ) იმდენი ხალხი შემოემატა, ისე ცუდად და უხერხულად ვიგრძენი თავი, ამდენი ადამიანით გარშემორტყმულმა, სასწრაფოდ გამოვიქეცით.

მაინტერესებს, ასეთ ტერიტორიებზე არ ევალება სახელმწიფოს ნიღბის კონტროლი? თუ იქ, დატესტილები ხვდებიან მარტო?

მით უმეტეს, რომ კოვიდის ლაბორატორიული დიაგნოზის მქონე ზოგიერთი ადამიანი არ იკავებს თავს და “სუფთა ჰაერზე” სწორედ მანდ სეირნობს, სელფებსაც იღებს და “სთორებშიც” დებს.

პ. ს. ჰო, მართალია, ჩემი მეგობარი ავტობუსებში გკიდიათ ფეხებზე და ლისზე ხომ ზღაპრის სფეროდანაა…

ჩემი ფეხი კი არ იქნება მანდ, პანდემიის დასრულებამდე, მაგრამ National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH), იქნებ, მიაქციოთ ყურადღება ასეთი თავშეყრის ადგილებს?!

უჭირს უკვე ინტენსიურებს ადგილები და რა ვიცი, გაგეთვალისწინებინათ, თქვენივე რეგულაციების აღსრულება“- წერს ანი ქავთარაძე.