მენსტრუაციის პერიოდში კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია, თუმცა ჰორმონალური ცვლილებების გამო, აცრის რამდენიმე დღით გადავადება შესაძლებელი და სასურველია.
ამის შესახებ „ნეტგაზეთს” ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განუცხადა.
„მენსტრუაცია ზოგადად არ ცვლის პროცესს, არსად არ წერია, რომ ამ დროს არ შეიძლება აცრა. უბრალოდ, მენსტრუაციულ პერიოდისთვის, აქტიური ჰორმონალური ძვრების გამო, უფრო მეტად არის დამახასიათებელი კვინკეს შეშუპებების განვითარება. ჩვენ მოგვმართავენ პაციენტები კვინკეს შეშუპების დროს და გამოკითხვისას ვეკითხებით, უმიზეზო შეშუპება ხომ არ ემთხვევა მენსტრუაციული ციკლის პერიოდს და პაციენტები ადასტურებენ. იმის გამო, რომ ეს თანხვედრა არის, სასურველია ქალებმა მენსტრუაციის პერიოდში აცრის გაკეთებისგან თავი შეიკავონ. რამდენიმე დღით გადავადებაში ცუდი არაფერი არაა”, – ამბობს კულუმბეგოვი.