თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, დევი ტაბიძე მიიჩნევს, რომ ნიღბის მოხსნის გადაწყვეტილება ნაადრევი იყო.
მისი თქმით, გამოსავალი ვაქცინაციაა.
'რეკომენდაცია არის ერთადერთი, ყველაზე რთული, მძიმე პერიოდი უნდა გავიაროთ ვაქცინაციით და შესაბამისად, მე ვთვლი, რომ ნაადრევი იყო ნიღბის მოხსნა. მეოთხე ტალღიდან გადავალთ ცუნამში და დაგვემართება საშინელება. იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ვუყურებთ ზერელე დამოკიდებულებით. ეს უსაფრთხოება უკვე სამთავრობო ორგანიზაციების მისია და როლია, რომ მათ გააკონტროლონ. თუ ასე გაგრძელდება, ძალიან მცირე პერიოდში ჯანდაცვის სისტემას ძალიან გაუჭირდება,“ - აცხადებს დევი ტაბიძე.