ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის სამედიცინო ცენტრი ავრცელებს.
ტალახაძესთან ერთად აიცრა საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი ასანიძეც.
ინფორმაციისთვის, საქართველოში, ბოლო 24 საათში, 17670 ადამიანი აიცრა, 685448 არის აცრილი ერთი დოზით, ხოლო ორი დოზით აცრილთა რაოდენობა 294365 - ია.