Digest Logo

რა შემთხვევაში აღარ იქნება მოქალაქეებისთვის კოვიდზე ტესტირება უფასო?

1629188544
ამირან გამყრელიძე _ ჯანდაცვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ აიცრებიან, კორონავირუსზე ტესტირება უფასო აღარ იქნება. საუბარია იმ ჯგუფებზე, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში ინტენსიურად იტესტებიან.

 

„ესენი არიან გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც ვტესტავთ. მოლების, მაღაზიების თანამშრომლები. მასწავლებლების და პოლიციის გარკვეული ჯგუფები. დიდია ეს ჩამონათვალი. ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ აიცრან ორჯერ, ასეთ დროს სახელმწიფო გააგრძელებს მათ ტესტირებას. სხვა შემთხვევაში კი მათ მოუწევთ თავად ან დამსაქმებლებმა გადაიხადონ ტესტირების თანხა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.