Digest Logo

VIDEO: ახალციხეში ექთანი, სავარაუდოდ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა

1616069817
ვაქცინა

სამცხე-ჯავახეთში, კლინიკა „იმედში“, დაახლოებით, 30 წლის  ექთანი,  „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის შემდეგ კომაში ჩავარდა. ამ ამბავთან დაკავშირებით კლინიკის ხელმძღვანელობა კომენტარს არ აკეთებს.

 

როგორც ცნობილია, ადგილზე მივიდნენ ექთნის ახლობლები, სადაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და ჩაამტვრიეს ფანჯრის მინები.

„ვაქცინის გაკეთებას აპირებდა. მეტი არაფერი ვიცი. არც ის ვიცი როგორია მისი მდგომარეობა. ამ ფაქტის შესახებაც ინტერნეტში გავიგე და წამოვედი“,- ამბობს კომაში მყოფი ექთნის და.