დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე განმარტავს, შეიძლება თუ არა აცრამდე და აცრის შემდეგ ანტიბიოტიკის მიღება.
მისი თქმით ვაქცინაციას ანტიბიოტიკებთან კავშირი არ აქვს.
„აცრის დროსაც შეიძლება ანტიბიოტიკის მიღება, რადგან არავითარი კავშირი აცრასა და ანტიბიოტიკის მიღებას შორის არ არსებობს. თუ რამე მწვავე ინფექცია გაქვთ, მხოლოდ იმ დროს არ შეიძლება აცრა, თორემ ანტიბიოტიკის მიღება შეიძლება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.