Digest Logo

შესაძლოა, საქართველო კატასტროფის წინაშე დადგეს - თენგიზ ცერცვაძე

1632428427
თენგიზ_ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, რომ მედიისა და საზოგადოების მთელი ყურადღება მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ თუ ვაქცინაციის ის ტენდენცია გაგრძელდა, რომელიც ახლაა, შესაძლოა, საქართველო კატასტროფის წინაშე დადგეს.

„ერთხანს, ვაქცინაცია 25 000-30 000-მდე გაიზარდა, მაგრამ არასაკმაოდ, რადგან უნდა ყოფილიყო 40 000-50 000 და როდესაც ყველას იმედი გვქონდა, რომ 40-50 000-ს მივაღწევდით, ვაქცინაცია შემცირდა. ეს არის კატასტროფულად დაბალი რიცხვი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ჯერ საქართველოში მხოლოდ 24%-ია ვაქცინირებული და ეს პროცენტი ლეტალობაზე და დამძიმებაზე სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს.

„სერიოზული გავლენა რომ მოახდინოს, ვაქცინირებული უნდა იყოს სულ ცოტა, 2/3. წამყვან ქვეყნებში ახლა ლაპარაკია 80 და 90%-ზე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

წყარო: 1tv.ge