ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის მწვავე პერიოდი, სავარაუდოდ, უფრო დიდხანს გაგრძელდება და აგვისტოს ბოლომდეც გასტანს.
მისი თქმით, ყველაზე ეფექტური ამ ეტაპისთვის წერტილოვანი შეზღუდვებია, რომელიც უნდა დაწესდეს.
„გარკვეული შეზღუდვები უნდა შემოვიღოთ, პირადად არ ვარ მომხრე სრული ლოკდაუნის. ეს ეხება იმ ადგილებს და რეგიონებს სადაც მაღალია მობილობა და რისკები, რომ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდეს, ანუ ზღვისპირეთს.
უნდა მოხდეს არსებული რეგულაციების აღსრულების გამკაცრება, ასევე ვაქცინაცია უნდა წავიდეს უფრო სწრაფი ტემპით“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.