დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმ სამედიცინო დაწესებულებების ნუსხას ავრცელებს, სადაც შესაბამისი სიმპტომების ქონის შემთხვევაში მოქალაქეებს კოვიდინფექციაზე უფასო ტესტირება შეეძლებათ.
აღნიშნული ინიციატივა გაფართოებული ტესტირების ფარგლებში ხორციელდება.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მოქალაქეებს თხოვნით მიმართა და მოუწოდა, რომ პირველივე სიმპტომის გამოვლენისთანავე ტესტი გაიკეთონ.
გამყრელიძის განცხადებით, მასობრივი ტესტირების მიზანია კორონავირუსული ინფექციის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა.
ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ-19 გადამდებია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.