Digest Logo

უახლესი კვლევა - რამდენ ხანს რჩება COVID-19-ის შემდეგ ორგანიზმში ანტისხეულები

1620823072
კორონა და ანტისხეულები

კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ანტისხეულები ადამიანის სისხლში ინფიცირების დღიდან, სულ მცირე, რვა თვის განმავლობაში რჩება.

იტალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, ამ პაციენტებში ანტისხეულების შემცირება სიმპტომების გამოვლენიდან 5-8 კვირის შემდეგ იწყებოდა, მაგრამ 8 თვის მანძილზე ნარჩუნდებოდა, სამი ადამიანის გარდა.

ამავე დროს, მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ არც COVID-19-ის მიმდინარეობის სიმძიმემ, არც ასაკმა და არც მრავალი თანმხლები დაავადების არსებობამ არ იმოქმედა ანტისხეულების კინეტიკაზე და მდგრადობაზე.

გარდა ამისა, იტალიელმა მკვლევარებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ ანტისხეულების ადრეული განვითარება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების პროცესზე გავლენას ახდენს.

მათი აზრით, იმ პაციენტებში, რომელთა ორგანიზმებმა ვერ შეძლეს ანტისხეულების გამომუშავება კორონავირუსით ინფიცირებიდან 15 დღის განმავლობაში, ამ დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკი უფრო მაღალია.

წყარო: report.ge