ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საკუთარ თავს უფლებას ვერ მისცემს ვინმეს მოუწოდოს, ან არ მოუწოდოს აცრისკენ.
„მე ვერ მივცემ ჩემ თავს უფლებას, ვინმეს მოვუწოდო აცრისკენ, ან თავშეკავებისკენ. ეს არის სამედიცინო შინაარსის თემა. ეკლესია, ყოველთვის კომპეტენტური უნდა იყოს თავის სფეროში. ეს საღვთისმეტყველო საკითხი რომ ყოფილიყო, მაშინ აუცილებლად გავაკეთებდით მოწოდებას ჩვენი აღმსარებლობიდან გამომდინარე, ეს აღმსარებლობის საკითხი არ არის”,- აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.
კითხვაზე, უნდა გაკონტროლდეს თუ არა ქადაგებები, რომელშიც სასულიერო პირები აგრესიულად არიან განწყობილები ვაქცინაციის მიმართ, მეუფე ნიკოლოზი აღნიშნავს:
„ჩვენი ძალა და იარაღი არის სიტყვა. სხვა შიდა რეგულაცია არ გაგვაჩნია, პოლიციური სისტემა, რომ ფიზიკურად ვაიძულოთ ვინმე. მხოლოდ შეფასებებს ვაკეთებთ. ყოველგვარი კამპანიური ხასიათის დემონიზაცია, კამპანია, რომ ვიღაცას მოუწოდო გაუმართლებელია. არამარტო მოძღვრები და მორწმუნე ადამიანები, ეს ანტივაქსერული მოძრაობა ძალიან ფართომასშტაბიანია, თუ ამაში ჩვენი სასულიერო პირები მონაწილეობენ, მე ეს გამართლებულად არ მიმაჩნია”,- აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„მე აცრილ პედაგოგთან ბავშვს კლასში არ შევუშვებ. კაცმა არ იცის რა სჭირს აცრილ პედაგოგს"