Digest Logo

„უნდა გავითავისოთ, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან“ - დევი ტაბიძე

1631095877
დევი ტაბიძე

„უნდა გა­ვი­თა­ვი­სოთ, რომ რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ში­ნე­ლი, მო­წა­მე­ობ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით იხო­ცე­ბი­ან,“ - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტმა, რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს კლი­ნი­კურ­მა მე­ნე­ჯერ­მა დევი ტა­ბი­ძემ მე­დი­ა­ცენ­ტრ „მთა­ვარ­ში“ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ის საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„ჩემი ნო­მერ პირ­ვე­ლი რე­კო­მენ­და­ცია არის აც­რებ­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, დღეს უნდა ავი­დეთ და­ახ­ლო­ე­ბით 30-35 ათას აც­რა­ზე. ისევ და­ი­წია აც­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ, 22-23 ათას­ზე ჩა­მო­ვი­და და ეს ძა­ლი­ან ცუ­დია. მო­სახ­ლე­ო­ბამ უნდა გა­ი­თა­ვი­სოს, რომ ეს არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია, მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი. უნდა გა­ვი­თა­ვი­სოთ, რომ რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ში­ნე­ლი, მო­წა­მე­ობ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით იხო­ცე­ბი­ან. ბო­ლოს და ბო­ლოს, ხომ არ დავ­დებთ ყვე­ლა კადრს და სუ­რათს ნე­ბის­მი­ე­რი კლი­ნი­კი­დან, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მინ­და მო­სახ­ლე­ო­ბამ კი­დევ ერთხელ გა­ი­თა­ვი­სოს, ვირუ­სი არ­სად წა­სუ­ლა, ის კი­დევ მძინ­ვა­რებს და ძა­ლი­ან ბევრ უარ­ყო­ფით შე­დეგს გა­მო­იწ­ვევს“,-გა­ნა­ცხა­და ტა­ბი­ძემ.

მისი თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი დამ­შვი­დე­ბის სა­ფუძ­ველს არ იძ­ლე­ვა.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი ციფ­რე­ბი პი­რა­დად, რო­გორც ჯან­დაც­ვის ექ­სპერტს, არა­ვი­თა­რი დამ­შვი­დე­ბის სა­ფუძ­ველს არ მაძ­ლევს იმი­ტომ, რომ ეს ციფ­რე­ბი არ არის დას­რუ­ლე­ბუ­ლი. ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა აგა­რა­კის სე­ზო­ნი და ადა­მი­ა­ნე­ბის იმ რა­ო­დე­ნო­ბას არ აქვს ტეს­ტი­რე­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც რე­ა­ლურ სუ­რათს მოგ­ვცემს. გარ­დაც­ვა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ შე­და­რე­ბით და­იკ­ლო, მაგ­რამ არც ეს არის კარ­გი მო­ნა­ცე­მი, ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შე­ვე­ცა­დოთ, რომ ეს მო­ნა­ცე­მი 20-25 ერ­თე­ულს არ აც­დეს“,- გა­ნა­ცხა­და ტა­ბი­ძემ.

ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტი 13 სექ­ტემ­ბრი­დან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გახ­სნას ემ­ხრო­ბა, თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნავს, რომ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა­ზე კონტროლი აუცილებლად უნდა გამკაცდრეს.

„ტრან­სპორ­ტის გახ­სნას, რა თქმა უნდა, ვე­თან­ხმე­ბი იმი­ტომ, რომ ეს პრაქ­ტი­კუ­ლად, ბიზ­ნე­სის ჩა­კეტ­ვა­საც გავს, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ გა­და­ად­გი­ლებ­დე­ბი­ან და ა.შ. ყვე­ლას არ აქვს გაძ­ვი­რე­ბუ­ლი ტაქ­სის მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, მე თუ მკი­თხავთ, სა­მარ­ცხვი­ნოა ასე­თი ფა­სე­ბი. ადა­მი­ა­ნებს ელე­მენ­ტა­რუ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ. ამი­ტომ, ტრან­სპორ­ტში უბ­რა­ლოდ უნდა მოხ­დეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­კაც­რე­ბა და კონ­ტრო­ლი. მთა­ვა­რია, რომ დის­ტან­ცია იყოს და­ცუ­ლი და ავ­ტო­ბუ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­დოს“,-გა­ნა­ცხა­და ტა­ბი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა „მიუს“ ახალ შტამს, დევი ტა­ბი­ძე აცხა­დებს, რომ მას გა­და­ცე­მის დიდი ინ­ტენ­სი­ვო­ბა ახა­სი­ა­თებს.

„მიუ“ შტა­მი კო­რო­ნა­ვირუ­სის მუ­ტა­ცი­უ­რი ვა­რი­ან­ტია. მას ჯაჭ­ვუ­რი გავ­რცე­ლე­ბა, გა­და­ცე­მის დიდი ინ­ტენ­სი­ვო­ბა ახა­სი­ა­თებს, მაგ­რამ დღეს ისე­თი რა­ო­დე­ნო­ბა არ არის, რომ სა­შიშ­რო­ე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბას, თუ მთელ დე­და­მი­წა­ზე გავ­რცელ­და, ჩვენც არ ჩა­მოვ­რჩე­ბით ამ ამ­ბავს, შე­მო­ვა, მაგ­რამ უნდა გა­ვი­ზი­ა­როთ სხვე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­დე­გი რო­გო­რი იქ­ნე­ბა ამ შტამ­თან და რა ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას გა­მო­ი­ჩენს“,-გა­ნა­ცხა­და ტა­ბი­ძემ.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵VIDEO: „ის ჩემთვის ანგელოზი იყო...“ - ტრაგედია ღოღობერიძეს ოჯახში, რომელმაც ის თვითმკვლელობისგან იხსნა

🔵როგორ უნდა მიხვდეთ, რომ კლინიკაში გადაყვანა გჭირდებათ - რჩევები ღოღობერიძისგან

🔵„პატრიარქის სიახლოვეს მხოლოდ ვაქცინირებულებს, უარყოფითი პსრ ტესტის მქონე, ან კოვიდგადატანილებს ეძლევათ თურმე ლოცვის უფლება“ - რას წერს ნანა გეგეჭკორი