Digest Logo

ვაქცინა უსაფრთხოა? - ექსპერტები თქვენს მთავარ შეკითხვას პასუხობენ

1607159790
კორონავირუსის ვაქცინა _ 2020

თვეების განმავლობაში, მკაცრი კლინიკური შემოწმებების შემდეგ ბრიტანეთმა ვაქცინა უკვე ოფიციალურად დაამტკიცა. ფაიზერის ვაქცინამ შესაძლოა 10 ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს. შესაძლოა - ვერც. სკეპტიკოსები ჩვენ ირგვლივ უხვად არიან და შეკითხვა, ვაქცინის უსაფრთხოებისა თუ ეფექტიანობის შესახებ ხშრიად ისმის. 

ამ შეკითხვით უცხოურმა გამოცემა MIRROR-მა მთავარი სამედიცინო ოფიცრის მოადგილეს, პროფესორ ჯონათან ვან-ტამის, მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორს, დოქტორ ჯუნ რეინსა და ინგლისის იმუნიზაციის ხელმძღვანელს დოქტორ მერი რამსეის მიმართა.

შეკითხვა: ვაქცინის შექმნას წლები სჭირდება, როგორ შეიძლება უსაფრთხო იყოს ვაქცინა, თუ ის თვეებში შეიქმნა?

პროფესორი ვან-ტამი: ამ ვაქცინებმა გაიარა შემოწმების პირველი, მეორე და მესამე ეტაპი, როგორც სხვა, უკვე აღიარებულმა ვაქცინებმა. Pfizer-ის ვაქცინის კლინიკური გამოკვლევის საერთო რაოდენობა, დაახლოებით, 45,000-ია; AstraZeneca 24000–ზე მეტ მოხალისეზე გამოსცადეს. მესამე ვაქცინაზე, Moderna–ზეც ძალიან დიდი კვლევები ჩატარდა და ეფექტიანობაც დამტკიცდა.

ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ერთ ასპექტში ერთიანდება.

დოქტორი რეინი: საზოგადოებას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ კოვიდ -19-ის ვაქცინები მანამ არ იქნებოდა, ხელმისაწვდომი, სანამ უსაფრთხოების, ხარისხისა და ეფექტიანობის მკაცრ სტანდარტებს არ დააკმაყოფილებდნენ.

ვინაიდან Covid-19 ვაქცინის დაუყოვნებლივ შექმნას საჭიროებდა, სამეცნიერო შეფასება და დამტკიცება უმოკლეს დროში ხდება, თუმცა ეს უსაფრთხოების, ხარისხისა და ეფექტიანობის უგულებელყოფას გამორიცხავს. ყველაფერი სტანდატების დაცვით ხდება. გამოყენებულია აქამდე არსებული ვაქცინების შექმნისას დაგროვილი ცოდნა. უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ამოცანაა. ყველას შეუძლია აბსოლუტურად დარწმუნებული იყოს, რომ სტანდარტები, დაცულია.

სრულიად დარწმუნებული ვარ, სააგენტოსა და ჩვენს ექსპერტ-პერსონალზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა.

კითხვა: როგორ გადაწყვიტეთ ვინ იღებს პირველად ვაქცინას?

დოქტორი რამსეი: ჩვენ შევისწავლეთ კოვიდ-19-ით დაღუპულთა და ინფიცირებულთა მაჩვენებლები, გარკვეული ჯგუფების მიხედვით.

აშკარაა, რომ ასაკის მატებასთან ერთად სიკვდილიანობა ბევრად უფრო მაღალია, განსაკუთრებით 75 წელს გადაცილებულებში. ამიტომ ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ უფროს ასაკობრივ ჯგუფებში მყოფ ადამიანებს, შემდეგი კატეგორიაა კლინიკურად დაუცველი ადამიანები და ისინი, ვისაც რაიმე ტიპის დაავადებები აქვთ.


აგრეთვე წაიკითხეთ:


წყარო: www.mirror.co.uk