Digest Logo

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1628713874
12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

რთული, ნებისმიერი საქმიანობისთვის არახელსაყრელი დღეა. ვარსკვლავები პირად ცხოვრების პრობლემის შესახებ გაფრთხილებენ, რაც ეჭვიანობის გამო კამათს ან მეზობლების ინტრიგებს უკავშირდება. ეცადეთ, საკუთარი ნაკლოვანებების მიმართ უფრო კრიტიკული იყოთ და პარტნიორის მიმართ ნაკლები პრეტენზიები წამოაყენოთ. ამ დღეს თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან და მთლიანად გამორიცხეთ ფიზიკური აქტივობა. ეცადეთ, ბავშვებთან ურთიერთობას მეტი ყურადღება მიაქციოთ - მომავალი ფინანსური ხარჯები სწორედ მათ უკავშირდება.

კურო

ყველა თვალსაზრისით არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ეცადეთ, დაწყებული საქმეები დროულად დაასრულოთ და ახალი საქმე არ დაიწყოთ. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ეცადეთ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. სიზმარში ცხენის ნახვა ცუდი ნიშანია.

ტყუპები

მძიმე და საშიში დღეა. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, შეზღუდეთ კონტაქტები, გააუქმეთ შეხვედრები და მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. მოსალოდნელია „გარედან“ უარყოფითი გავლენა ან უსიამოვნო სიახლეები. ეს დღე ეჭვებთან და ცრუ რჩევებთან ასოცირდება. გირჩევთ, ყველა საქმე გადადოთ და სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.

კირჩხიბი

გირჩევთ, კვირის ბოლო დღეები მთლიანად საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას, დასვენებას და ოჯახურ გართობას დაუთმოთ. გირჩევთ, ყველა შეხვედრა გააუქმოთ და სტუმრების მიღებაზე უარი თქვათ. ამჟამად სტუმართმოყვარე მასპინძლობისთვის განწყობილი არ ხართ, რადგან დისკომფორტს და დაღლილობას გრძნობთ.

ლომი

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ პირად ცხოვრებაში მოულოდნელი პრობლემები გელით. ეს შეიძლება ეჭვიანობის გამო პარტნიორთან კონფლიქტს ან ძველ პრობლემებს უკავშირდებოდეს. ეცადეთ, ნაკლებად ეჭვიანი და საკუთარი ნაკლოვანებების მიმართ უფრო კრიტიკული იყოთ. ნუ შეზღუდავთ პარტნიორის თავისუფლებას - ეს მომავალში გარკვეულ პრობლემებს შექმნის.

ქალწული

არახელსაყრელი დღეა ნებისმიერი საქმიანობისთვის. გამორიცხული არ არის პარტნიორთან კონფლიქტი ან არაკეთილმოსურნე მეზობლების ინტრიგები. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან და გამორიცხეთ ფიზიკური აქტივობა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას - მოსალოდნელია მდგომარეობის გაუარესება. ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს და ზომიერად მიირთვით. შესაფერისი დღეა სიტუაციის დაგეგმვისა და შეფასებისთვის.

სასწორი

ხელსაყრელი დღე სავაჭრო საქმიანობის, კომერციული გარიგებების და დიდი შესყიდვებისთვის. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია განწყობის გაუარესება და მსუბუქი დეპრესია. ეცადეთ, სიბრძნე და ტაქტი გამოიჩინოთ - ეს ერთადერთი გზაა, რომ ძვირფას ადამიანთან მიმართებით დაუფიქრებელი მოქმედებები არ ჩაიდინოთ. სასურველია, საღამო ცეცხლთან ახლოს გაატაროთ. სულ ერთია, ეს ბუხარი იქნება თუ სანთლის შუქი.

მორიელ

გირჩევთ, ეს დღე საოჯახო საქმეების მოწესრიგებას და კომფორტული გარემოს შეცვლას მიუძღვნათ. კარგი იქნება, თუ მხოლოდ სახლს კი არა, საკუთარ გრძნობებსაც მოაწესრიგებთ. შედეგად, თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი გაიზრდება და უფრო თავდაჯერებული გახდებით. დღის მეორე ნახევარში სიურპრიზები გელით, რომელთაგან ყველა სასიამოვნო არ იქნება. შესაძლოა, ხანდაზმულ ნათესავებს თქვენი ზრუნვა და ყურადღება დასჭირდეთ.

მშვილდოსანი

რთული და საშიში დღეა, რომელიც ეჭვების, განურჩევლობის და ცრუ რჩევების ნიშნით ჩაივლის. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან და ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას - მოსალოდნელია მდგომარეობის გაუარესება. უსიამოვნო ამბავმა შეიძლება წონასწორობა დაგაკარგვინოთ და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის შეცვლა გაიძულოთ.

თხის რქა

ყველა თვალსაზრისით არახელსაყრელი დღეა. შესაძლებელია, რომ დაუფიქრებელი სიტყვის ან საკუთარი სისუსტეების გამო, მიზნის მიღწევა ვერ შეძლოთ. ერიდეთ პირად ცხოვრებაში კონფლიქტს და მეზობლების მხრიდან არაკეთილმოსურნე დამოკიდებულებას.

მერწყული

ამ დღეს პირად ცხოვრებაში წარმატების იმედი არ უნდა გქონდეთ. მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო საქმეები, პრობლემები ბავშვებთან ან მსუბუქი დეპრესია. შეეცადეთ, ეს დღე სახლის გარეთ გაატაროთ. სასურველია განმარტოება და სუფთა ჰაერზე სეირნობა.

თევზები

ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის, კონკურსებისა და კონცერტებისთვის. თუ შესაძლებელია, მოაწყვეთ მხიარული წვეულება თქვენი და მეზობლების ბავშვებისთვის. საბოლოოდ, ეს დღე უჩვეულო სითბოთი, ჰარმონიით და ოპტიმისტური განწყობით დაგამახსოვრდებათ. კარგი განწყობა მომავალ სამუშაო კვირას წარმატების გარანტი იქნება.