რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
არახელსაყრელი დღეა. თავს დაღლილად და გამოფიტულად გრძნობთ, ამიტომ პარტნიორებთან ან ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაგიჭირდებათ. ნებისმიერი საქმე დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ შედეგები მოლოდინს არ გაამართლებს. ფრთხილად იყავით საბუთებთან მუშაობის დროს და ერიდეთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. დანაპირებს არ დაუჯეროთ. დღის მეორე ნახევარში კოლეგებთან ან მეზობლებთან შეიძლება გაუგებრობა მოხდეს.
კურო
ამ დღეს კურო ქალებს ვენერა მფარველობს. სავარაუდოდ, ახალი გატაცება გელით. ეს დღე პაემანს გპირდებათ, რომელიც, დროთა განმავლობაში ქორწინებით დასრულდება. თავს სამყაროში ყველაზე ჰარმონიულ წყვილად გრძნობთ. სავარაუდოდ, მამაკაცებს საკუთარი შეხედულებების დაცვა მოუწევთ. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ყურადღება მიაქციეთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.
ტყუპები
ამ დღეს მოსალოდნელია სერიოზული დაპირისპირება კოლეგებთან ან მეზობლებთან. უფრო მეტად გმართებთ მოთმინების და გამძლეობის გამოვლენა. მოერიდეთ დიდი ინვესტიციების ან შესყიდვების განხორციელებას - პლანეტების არახელსაყრელმა განლაგებამ შეიძლება, სხვადასხვა პრობლემა გამოიწვიოს. ხანდაზმულ ტყუპებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ელით. ეცადეთ სპეციალისტთან ვიზიტი არ გადადოთ.
კირჩხიბი
სხვა ადამიანების მიმართ გამოჩენილი გულისხმიერება, პიროვნული მიმზიდველობა და ორიგინალური აზროვნება გარშემომყოფებს თქვენ მიმართ კეთილად განაწყობს, მაგრამ საკუთარი მოსაზრებების დაცვა მაინც მოგიწევთ. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები.
ლომი
არახელსაყრელი დღეა. პარტნიორული ურთიერთობები გაიზრდება და განვითარდება, რაც თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანების გამოჩენაზე და ურთიერთობის წრის გაფართოებაზე მეტყველებს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ მოსალოდნელი ღალატის, ფარული მტრის ან ღია აგრესიის შესახებ. გირჩევთ, პროფესიული საქმიანობის სფეროში ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ.
ქალწული
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ კომერციულ საქმიანობაში ნაკლები იაქტიუროთ, რადგან ფინანსური ზარალი გელით. გაითვალისწინეთ, რომ მთავრობასთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ან ხელისუფლებასთან ურთიერთობაში აჩქარებამ შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. ფრთხილად იყავით საბუთებთან მუშაობის დროს. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, გარშემო მყოფ ადამიანებთან, მაგალითად, კოლეგებთან ან მეზობლებთან მცირე გაუგებრობა მოხდეს.
სასწორი
ჯანმრთელობისთვის მძიმე და საშიში დღეა. მოზღვავებულმა ემოციებმა შეიძლება, უფროსებთან და კოლეგებთან კონფლიქტი და ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს. ამ დღეს მკითხაობა და ნებისმიერი მაგიური რიტუალი კატეგორიულად აკრძალულია - ამან შეიძლება ძალიან ბნელი და საშიში ძალები მიიზიდოს.
მორიელი
ეს დღე წინააღმდეგობებთან და ურთიერთგაგების დეფიციტთან ასოცირდება. დაპირისპირებული ადამიანები დათმობას არ აპირებენ. იფიქრეთ საქმის მიმართ უფრო ლოიალურ დამოკიდებულებაზე და ეს აუცილებლად შედეგს გამოიღებს. ფინანსურ სფეროში მოსალოდნელია უკუსვლა - გირჩევთ, გადახედოთ საკუთარ ხარჯებს. საღამოს სასურველია წყლის პროცედურები და კონტრასტული შხაპი.
მშვილდოსანი
ამ დღეს სასურველი შედეგების მიღება გაგიჭირდებათ. მოულოდნელმა ამბავმა შეიძლება, გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გაართულოს. გირჩევთ, ამ დღეს მგზავრობისგან თავი შეიკავოთ და ცეცხლის სიახლოვეს არ გაჩერდეთ. მოსალოდნელია წინასწარმეტყველური სიზმრები.
თხის რქა
კარგად განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა და სიტუაციის შეფასების უნარი პროფესიული საქმიანობის სფეროში წარმატებას მოგიტანთ და ან მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს. ფრთხილად იყავით დოკუმენტებთან მუშაობის დროს. საღამოს რომანტიკული შეხვედრა ან ნაცნობობა გელით, რომელიც სერიოზულ ურთიერთობად ჩამოყალიბდება.
მერწყული
ნებისმიერი საქმისთვის ხელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, წარმატებას დიდი ძალისხმევის გარეშე მიაღწევთ და შესაძლოა, წარმატების მწვერვალზეც კი აღმოჩნდეთ. კოლეგების და პარტნიორებისგან თავმდაბლობა გამოგარჩევთ, რაც გარშემომყოფთა კეთილგანწყობას მოგიტანთ.
თევზები
ხელსაყრელი დღეა საქმიანი ურთიერთობებისთვის, გარიგების დადებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. ნუ მიანდობთ თქვენი ფინანსური საქმეების მართვას შემთხვევით ადამიანებს. გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში თქვენი პიროვნული თვისებები დაგეხმარებათ.
❗ასევე დაგაინტერესებთ:
ვინ გამდიდრდება აგვისტოში? - აგვისტოს ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
„მფარველმა ანგელოზმა“ ნიშანი შეიცვალა - ეს 3 ნიშანი, 7 თვის განმავლობაში, კოსმოსის ფავორიტი ხდება