Digest Logo

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1639857402
ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. სახლში სიმშვიდე და იდილია სუფევს და ოჯახის ყველა წევრი საუკეთესო განწყობაზეა. დღეისთვის დაგეგმილ საქმეებს წარმატებით დაასრულებთ. ეცადეთ გამონახოთ დრო ოჯახის უფროსი წევრების ან დიდი ხნის უნახავი ნათესავების მოსანახულებლად.

კურო

დილიდან ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ. ეს დღე წარმატებული იქნება, თუ საკუთარ პოტენციალს ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენებთ. გადადეთ ნებისმიერი ფინანსური საკითხის მოგვარება და ხელი არ მოაწეროთ არანაირ საბუთს.

ტყუპები

ეს დღე საყვარელ ადამიანთან დაკავშირებულ ნერვიულობას უკავშირდება. გახსოვდეთ, რომ სიზარმაცემ და უყურადღებობამ შეიძლება თქვენი ყველა მიღწევა გააუფასუროს. სამუშაო ბევრი გაქვთ, მაგრამ ამჟამად მუშაობა ისე გაღიზიანებთ, როგორც არასდროს.

კირჩხიბი

ამ დღეს კოლეგებთან, მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. ეცადეთ, რომ თქვენი ოცნებები რეალობას შეესაბამებოდეს. დიდი ალბათობით, ამ დღეს ფინანსური სირთულეები გელით. გავლენიან ადამიანებთან შეხვედრები სასურველი შედეგით დასრულდება.

ლომი

ეცადეთ, მუშაობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ, რადგან მცირე შეცდომასაც კი შეიძლება, დიდი ფინანსური ზარალი მოჰყვეს. ხელსაყრელი დღეა სესხის აღებისა და ფულის დეპოზიტების განხორციელებისთვის. გირჩევთ, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გარჩევისგან თავი შეიკავოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

ქალწული

ამ დღეს საქმის მიმდინარეობაში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. ნუ გასცემთ დაუფიქრებელ დაპირებებს და ნუ აჰყვებით ცდუნებებს. კარგი დღეა სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობისთვის. კვალიფიციური კონსულტაცია საქმის სწრაფ მოგვარებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

დილიდან ორგანიზებული ხართ და ნებისმიერ საქმეს ადვილად უმკლავდებით. ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობისგან.

მორიელი

ეს დღე ხელსაყრელია მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ამიტომ თავი შეიკავეთ ცხიმიანი და ცხარე საკვების მიღებისგან.

მშვილდოსანი

პასიური დღეა, რომელიც შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს. სწორი ფინანსური პოლიტიკის მიუხედავად, ცდუნებებთან გამკლავება გიჭირთ. ეცადეთ, თქვენი ფინანსური სახსრები უფრო გონივრულად მართოთ. მოსალოდნელია რთული საუბარი უფროსებთან, რაც საბოლოოდ სარგებელს მოგიტანთ და რეპუტაციას გაგიძლიერებთ.

თხის რქა

საყვარელ ადამიანთან უ. სხვა მხრივ კი ეს დღე ურთიერთობაში მოერიდეთ უხეშობას და კატეგორიულობას, თორემ კონფლიქტს თავიდან ვერ აიცილებთ. ამ დღეს რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება მოგიწევთ, მაგრამ ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. მოსალოდნელია გავლენიან ადამიანებთან შეხვედრები.

მერწყული

პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია რთული სიტუაცია - შეიძლება, თქვენთვის ძვირფას ადამიანში ეჭვი შეიტანოთ. ეცადეთ, დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ - არ არის გამორიცხული, ვიღაც განგებ ცდილობს ჭორების გავრცელებას. გირჩევთ, თქვენს „მეორე ნახევარს“ გულახდილად დაელაპარაკოთ. მოერიდეთ მძიმე საკვებს. სხვა მხრივ კი ეს დღე სასიკეთო იქნება.

თევზები

დღეს ვარსკვლავები თქვენი სიმტკიცის გამოცდას შეეცდებიან. თუ გსურთ წარმატების მიღწევა, უარს ნუ იტყვით საკუთარ პრინციპებზე და ინიციატივას სხვას ნუ დაუთმობთ. საღამო თქვენს ქორწინებას ან სასიყვარულო კავშირს უფრო ჰარმონიულს გახდის. ზოგადად, წლის ბოლო დღეები თევზებისთვის ოჯახური ბედნიერების პერიოდი იქნება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵2022 წლის ფავორიტი ნიშნები კარიერასა და ფინანსებში

🔵რას უნდა ველოდოთ ცისფერი ვეფხვისგან - ასტროლოგი იმ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს ვისთვისაც 2022 წელი განსაკუთრებით კარგი იქნება

🔵ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ახალ წელს გეგმების ჩაშლა ემუქრება

🔵ფრთხილად, ვეფხვი არ გააბრაზოთ - როგორ შევხვდეთ 2022 წელს და როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა?

🔵როგორი იქნება 2022 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - დეტალური პროგნოზი