
მომავალი წელი ზოდიაქოს წრის ყველა წარმომადგენელს სიურპრიზებს უმზადებს. ზოგისთვის ეს სასიამოვნო ემოციებთან იქნება დაკავშირებული, ზოგს კი დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ ბედის ჭირვეულობას გაუმკლავდეს.
დღეს წარმოგიდგენთ ინდოელი ასტროლოგების პროგნოზს ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის, რომელსაც 2022 წელს წარმატებები ელის.
♉ კურო
კუროსთვის 2022 წელი სასიხარულო ამბებით დაიწყება. ინდოელი ასტროლოგები კუროებს აფრთხილებენ, რომ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენონ და ყველა სამომავლო პროექტი წლის დასაწყისში დაგეგმონ.
მიზნებისკენ მიმავალ გზაზე გარკვეული სირთულეები გარდაუვალია, მაგრამ თქვენი ძალისხმევა აუცილებლად დაჯილდოვდება. მთლიანობაში, 2022 წელი კუროებისთვის ძალიან წარმატებული იქნება. ასტროლოგები მათ ურჩევენ, რომ მეტი ინიციატივა გამოიჩინონ და გარისკვის არ შეეშინდეთ.
♊ ტყუპები
ტყუპებისთვის 2022 წელი ყოველმხრივ უნიკალური იქნება. 2022 წელს ისინი თითქმის ყველა ოცნების ასრულებას და აქამდე დაუჯერებელი წარმატების მიღწევას შეძლებენ. ყველაფერს, რაზედაც ადრე ოცნებასაც ვერ ბედავდით, ხორცი შეესხმება.
♌ ლომი
ლომებისთვის 2022 წელი მოქმედების დროა. ასტროლოგები ფიქრობენ, რომ გეგმების შედგენისა და ოცნებების დრო დასრულდა და იდეების განხორციელებას უნდა შეუდგეთ. მნიშვნელოვანია, რომ წარმატებამ რეალობის აღქმა არ დაგაკარგვინოთ და ყოველი ნაბიჯი კარგად დაგეგმოთ. ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი წამოწყება წარმატებული იქნება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„აღარ გვყავს... გული გაჩერდა“ - გიგა ბოკერიას მამა გარდაეცვალა
🔵მიხეილ ცაგარელის 7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
🔵ადვოკატის თქმით, NETFLIX-ის სცენარისტმა აღიარა, რომ ნონა გაფრინდაშვილზე სიმართლე იცოდა
🔵„გამოიყენეთ „ვიაგრა“ და ალცჰაიმერის დაავადებასაც აიცილებთ...“ - ფხაკაძე