რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
შესაძლოა, ამ დღეს ძველი, დავიწყებული ვალი დაგიბრუნონ ან ძვირფასი საჩუქარი გაჩუქონ. სამსახურში აღნიშნავენ, რომ თქვენი აზრები დღეს უჩვეულოდ ნათელია, მეტყველება კი გასაგები და დამაჯერებელი. ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანთან შექმნილი გაუგებრობის გარკვევისთვის. ეცადეთ კომპიუტერთან ნაკლები დრო გაატაროთ.
კურო
ამ დღეს შესაძლოა, საკუთარი ილუზიების ტყვედ იქცეთ და თავი მოიტყუოთ, მაგრამ საბოლოოდ, ეს დამატებით პრობლემებს შეგიქმნით. პროფესიული საქმიანობის სფეროში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას შეძლებთ და სასურველ წარმატებას მიაღწევთ. გამოცდილება და სწრაფი რეაქცია საშუალებას გაძლევთ, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოთ და თითოეული ბოლომდე მიიყვანოთ. ამ დღეს იღბალი დიზაინერებს და არქიტექტორებს გაუღიმებს.
ტყუპები
დილიდან ყველაფერი გაღიზიანებთ. ბევრ ტყუპს სამსახურში პრემია ან ხელფასი ელის. ჰოროსკოპი შეგახსენებთ, რომ მშობლები და ახლო ნათესავები მოინახულოთ - ვიღაცას ახლა თქვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდება. საღამოს სასიამოვნო სტუმრებს დაელოდეთ.
კირჩხიბი
ამ დღეს ნებისმიერ რთულ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. შეიძლება ისე მოხდეს, რომ მთლიანად პარტნიორების სურვილზე დამოკიდებული გახდეთ. ეცადეთ არ დაივიწყოთ ადამიანები, რომლებიც რთულ დროს დაგეხმარენ. ვარჯიშის დროს ფრთხილად უნდა იყოთ - მოსალოდნელია ტრავმა. საღამოს ბავშვებთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ.
ლომი
ეს დღე სავსეა სასიყვარულო განცდებით, იმედგაცრუებებითა და ინტრიგებით. ამ დღეს წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა შესაფერისი მომენტის არჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას შეძლებთ. გამორიცხული არ არის, რომ გავლენიანი მფარველი ან სპონსორი იპოვოთ.
ქალწული
ხელსაყრელი დღეა კოლეგებთან და ნათესავებთან ურთიერთობისა და ძველი გაუგებრობის აღმოფხვრისთვის. საქმიანი შეხვედრები სასურველ შედეგს მოგიტანთ. დღის ბოლოს შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება. ფრთხილად იყავით – სიტუაცია შეიძლება უკონტროლო გახდეს.
სასწორი
ამ დღეს სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება გელით. ეცადეთ, მეტი თავშეკავება და წინდახედულება გამოიჩინოთ - ყველაფერი ემოციების კონტროლის უნარზეა დამოკიდებული. არ დაგეგმოთ დღევანდელი დღისთვის სერიოზული სამუშაო და მნიშვნელოვანი შეხვედრები, თორემ იღბალი ზურგს გაქცევთ.
მორიელი
ეცადეთ ამ დღეს ნაკლები იაქტიუროთ და თუ შესაძლებელია, ყველასთვის უხილავი გახდეთ. ახლობელ ადამიანთან საუბარი საკუთარი თავის რწმენას დაგიბრუნებთ. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შეიძლება ზოგიერთ ნაცნობთან დამოკიდებულების შეცვლა დაგჭირდეთ.
მშვილდოსანი
ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია ბიზნესმენი და შემოქმედი ადამიანებისთვის. შესაძლოა, ხელსაყრელი კონტრაქტების დადება ან სანდო პარტნიორების პოვნა შეძლოთ. სავარაუდოდ, ძველი პრობლემის მოგვარების საინტერესო და ოპტიმალურ გზას იპოვით. ერთგული მეგობრის რჩევა ძალიან დაგეხმარებათ. საღამოს დაელოდეთ სასიამოვნო სტუმრებს.
თხის რქა
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. სავარაუდოდ, ფინანსური შემოსავალი გელით, თანაც რამდენიმე ადგილიდან. ერიდეთ ინფექციებს და პირველივე სიმპტომების შემთხვევაში ექიმს დაუკავშირდით.
მერწყული
თუ ხვდებით, რომ გრძნობას ვერ უმკლავდებით, ეცადეთ, რომ ეს ურთიერთობა განავითაროთ. და მარტოობას წერტილი დაუსვათ. ეცადეთ ნებისმიერი წვრილმანი გულთან ახლოს არ მიიტანოთ, რადგან იზრდება ნერვიულობის გამო ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი. გამორიცხული არ არის, რომ ახლობელი ადამიანების დახმარებით მფარველი ან სპონსორი იპოვოთ.
თევზები
ხელსაყრელი დღეა, როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. სავარაუდოდ, საღამოს მხიარული პაემანი გელით. საყვარელ ადამიანთან შეხვედრისას მოსალოდნელია ურთიერთობების სერიოზული გართულება და კონფლიქტი. ეცადეთ, კომპრომისი იპოვოთ, თორემ შესაძლოა, თქვენი ურთიერთობა ჩიხში შევიდეს.