განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ მგზავრობისას, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. არ ღირს ახალი პროექტების დაწყება და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. მოერიდეთ ნერვიულობას და ზედმეტ ფორიაქს.
პარტნიორული ურთიერთობა – არაა გამორიცხული დაგირეკოთ ან შემთხვევით შეხვდეთ ძველ პარტნიორს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი, საზოგადოებრივი და ნოვატორული საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის შესაძენად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ცხიმიანი საკვების, თევზეულის და რძის პროდუქტის მირთმევას. კარგი დღეა არომათერაპიისა და წყლის პროცედურებისთვის. არ ღირს თვალების და ნერვული სისტემის გადაღლა. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუნთებს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, ცირკონი, აკვამარინი, ძოწი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და სასწორისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„აღარ გვყავს... გული გაჩერდა“ - გიგა ბოკერიას მამა გარდაეცვალა
🔵მიხეილ ცაგარელის 7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
🔵ადვოკატის თქმით, NETFLIX-ის სცენარისტმა აღიარა, რომ ნონა გაფრინდაშვილზე სიმართლე იცოდა
🔵„გამოიყენეთ „ვიაგრა“ და ალცჰაიმერის დაავადებასაც აიცილებთ...“ - ფხაკაძე