2021 წლის მიწურულს, 21 დეკემბერს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მზებუდობა ხდება. რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს და რას ნიშნავს მზე ბუდობა - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „დაიჯესტთან“ ისაუბრა.
„21 დეკემბერს ჩვენ გვაქვს ყველაზე გრძელი ღამე და მოკლე დღე, ეს არის საკრალური დღე, როდესაც ქართველები ოდითგანვე აცილებდნენ ძველ წელიწადს.
იღებდნენ ე.წ ზანზალაკს, რომელსაც ადებდნენ ჩვარს, რათა ხმა მკაფიო არ ყოფილიყო და საათის ისრის საწინააღმდეგოდ სახლს მოივლიდნენ, მადლობას უხდიდნენ გასულ წელიწადს“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასტროლოგის თქმით, 21 დეკემბრიდან 2-3 დღეში ახალი მზე ამოდის, რომელიც იწყებს მოქმედებას და 25 დეკემბრიდან სინათლეს უმატებს.
„25 დეკემბერი არის საკრალური დღე, როდესაც ქართველები უკვე ე.წ ზინზილაკს აშორებენ ჩვარს და ახლა უკვე, საათის ისრის მიმართულებით დაივლით სახლს და ამ ზანზალაკით შეხვდებით ახალი წლის დადგომას“, - ამბობს ასტროლოგი.
მიხეილ ცაგარელის თქმით, 21 დეკემბერს 21:12წთ-ზე, ან 21:21 წთ-ზე უნდა ჩაიფიქროთ სურვილები, რადგან მისი თქმით, ეს არის ოცნებების ასრულების პერიოდი, ასევე, 21 დეკემბერს დედამიწა გადადის ახალ ზონაში, ადამიანი ამას კი სიყვარულით და პოზიტივით უნდა დაეწიოს.
„ჩაუთქვით თქვენ თავს რა გინდათ, რომ აგიხდეთ, რადგან ეს არის ოცნებების ჩათქმის და შემდგომ მათი ასრულების ერთ-ერთ საუკეთესო დრო.
იარეთ სიყვარულით და პოზიტივით, არც პანდემია მოგეკარებათ და არც სხვა სახის პრობლემები შეგაწუხებთ“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵2022 წლის ფავორიტი ნიშნები კარიერასა და ფინანსებში
🔵ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ახალ წელს გეგმების ჩაშლა ემუქრება
🔵ფრთხილად, ვეფხვი არ გააბრაზოთ - როგორ შევხვდეთ 2022 წელს და როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა?
🔵როგორი იქნება 2022 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - დეტალური პროგნოზი