Digest Logo

მაგნიტური ქარიშხლების გრაფიკი ნოემბერში

1636188286
მაგნიტური ქარიშხალი

მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორია იუწყება რომ მიმდინარე წლის ნოემბერში რამდენიმე მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი.

სპეციალისტების წინასწარი პროგნოზით, ყველა მათგანი დაბალი ინტენსივობისა იქნება. მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი 2 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით ასე გამოიყურება:

2 ნოემბერი − მოსალოდნელია მაგნიტოსფეროს სუსტი შეშფოთება;

4-5 ნოემბერი − დაბალი ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი;

14-16 ნოემბერი − დაბალი ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი. აღსანიშნავია, რომ 28 ნოემბრამდე მოსალოდნელი მაგნიტური ქარიშხლებიდან ვერცერთი ვერ მიაღწევს ყველაზე დაბალ G1 დონესაც კი.
მიუხედავად ამისა, ასაკოვანი, მეტეოდამოკიდებული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების ჯანმრთელობაზე მოვლენა მაინც მოახდენს გარკვეულ გავლენას, რაც შეიძლება გამოიხატოს:

თავის ტკივილით;

თავბრუსხვევით;

სახსრებისა და ზურგის ტკივილებით;

წნევის აწევით;

გაღიზიანებითა და უძილობით.

ასევე მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავებაც.რაც შეეხება მეტეოდამოკიდებულებას, ირკვევა, რომ მსგავსი მგრძნობელობა ახალგაზრდა ქალებს უფრო ახასიათებთ, ვიდრე მამაკაცებს. ეს მონაცემები სტატისტიკით დასტურდება. სპეციალისტები ამას ჰორმონული სისტემის თავისებურებით ხსნიან, თუმცა იქვე განმარტავენ, რომ ასაკის მატებასთან ერთად მეტეოდამოკიდებულება ქალებშიც და მამაკაცებშიც იმატებს.
რეკომენდაციები ექიმებისგან

როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:

დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;

გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;

კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;

დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;

არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;

საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;

მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;

ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.