Digest Logo

მოერიდეთ კამათს, არ ღირს ერთობლივი გეგმების დასახვა - ცაგარელის დღის რჩევა

1635316431
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

აუცილებლად გამონახეთ დრო ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისთვის, კარგი იქნება პატარა წვეულების მოწყობა და ოჯახური ტრადიციების გახსენება. თავი შეიკავეთ დაპირებების გაცემისგან, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მათი შესრულება.

პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ კამათს, არ ღირს ერთობლივი გეგმების დასახვა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულინარიული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, სავაჭრო და საბანკო ოპერაციების განსახორციელებლად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების გასამართად, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩასატარებლად, სახსრებისა და კბილების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი და ცისფერი, ასევე ზურმუხტი, ოპალი, მალაქიტი, ჰელიოტროპი და რაუხტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის 2022 წელი უბედნიერესი იქნება

🔵ნოემბერი ზოდიაქოს 3 ნიშანს მოულოდნელ სიურპრიზებს მოუტანს

🔵ყოფილი ცოლების ჰოროსკოპი