ასტროლოგი ქეთი ვაწაძე საზოგადოებას 22.02.2022 დღის შესახებ ინფორმაციას უზიარებს და წერს, თუ რა უნდა გავაკეთოთ გარდა სურვილების ჩაფიქრებისა. მისი თქმით, კოლექტიური ლოცვა, გაერთიანებული დადებითი ენერგია, პოზიტიური, ძლიერი დამცავი ველის შექმნაა აუცილებელი.
„ალბათ, ყველამ ვიცით 22.02.2022 თარიღის მისტერიები, ბევრი რამ დაიწერა ამის შესახებ და დეტალებს არ ჩავუღრმავდებით… (ვისაც გაინტერესებთ: 02.22 წუთზეც ისევე შეგიძლიათ სურვილების ჩაფიქრება, როგორც 22:22 წუთზე. შეგიძლიათ ჩამოწეროთ წინასწარ და ამ დროებზე ხმამაღლა წაიკითხოთ).
ვიცით, ბევრი ადამიანი საქართველოშიც და მთელ მსოფლიოში, ჩაუთქვამს სურვილებს.
როდესაც თქვენს სურვილებს ჩაუთქვამთ, ბოლოს ყველამ მშვიდობა, ნათელი ძალების გამარჯვება ვუსურვოთ ქვეყანას და მთლიანად სამყაროს! ეს ყველაზე მეტად გვჭირდება ახლა... კოლექტიური ლოცვა, გაერთიანებული დადებითი ენერგია - პოზიტიური, ძლიერი დამცავი ველის შექმნაა აუცილებელი..
მშვიდობა უკრაინას! სიკეთე მთელ სამყაროს! სიკეთის მომტანი ოცნებების ახდენა თითოეულ ჩვენგანს!“,- წერს
ქეთი ვაწაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵როგორ გამოიყურებიან ჯანეტ ქერდიყოშვილი და მისი შვილი ერთნაირ სამოსში (ფოტო)
🔵რატომ ემართება ადამიანს კიბო - ექიმი მარინა ტოტოჩავას განმარტება