საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ყველა წყვილი ერთმანეთს ვერ ეწყობა თანაცხოვრებაში. ვნახოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნები ეწყობიან ერთმანეთს ყველაზე კარგად და რომელ მათგანს შეუძლია მოგანიჭოთ სრულყოფილი ბედნიერება.
დაიჯესტი გთავაზობთ წყვილების დეტალურ ჰოროსკოპს:
- ვერძი და მერწყული
ისინი არასოდეს იწყენენ ერთად. ორივე ნიშანს უყვარს თავგადასავლები, ახალი ნივთების შეძენა. განსაკუთრებით ბედნიერები არიან ბუნებაში. თუ სხვა წყვილები ერთამანეთით დაიღალნენ, ვერძზე და მერწყულზე ამას ნამდვილად ვერ იტყვით, პირიქით, უერთმანეთოდ არ შეუძლიათ, თავაზიანად ექცევიან ერთამანეთს და ცხოვრების ბოლომდე შეუძლიათ მყარად შეინარჩუნონ ურთიერთობა.
- კურო - ქალწული
კუროები მეოჯახეები არიან. ისინი სიყვარულისთვის ბრძოლისგან უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ, ვიდრე თვით გრძნობისგან. როგორც რომანტიკოსები, ამ ნიშნით დაბადებულები კარგად ეწყობიან ქალწულებს, რომლებიც, როგორც კუროები, უპირატესობას ანიჭებენ მშვიდ ოჯახურ ცხოვრებას.
- ტყუპები - მშვილდოსანი
როცა საუბარია სიყვარულზე, ზოდიაქოს ყველა დანარჩენ ნიშანს უჭირთ ტყუპებთან ურთიერთობების გაბმა. ტყუპებს აშინებს ვალდებულებები, რადგან არ უნდათ თავისუფლების დაკარგვა. მეორე ნახევარში ისინი ეძებენ ჭკუასა და გონებამახვილობას, და ამიტომ ყველაზე ძალიან მათ მშვილდოსნები უხდებათ. გარდა ამისა, მშვილდოსნებიც თავისუფლების მოყვარულები არიან და ყველაზე კარგად ესმით ტყუპების.
- კირჩხიბი - კურო
კირჩხიბები ცნობილები არიან საკუთარი ემპათიით. ისინი ყოველთვის ოცნებობენ ხანგრძლივ და სერიოზულ ურთიერთობებზე, სადაც შეუძლიათ საკუთარ პარტნიორში ემოციურად გაიხსნან. სერიოზული და ემოციური კუროები - საუკეთესო წყვილია ასეთი მგრძნობიარე პიროვნებებისთვის.
- ლომი და მშვილდოსანი
ორივე ცეცხლის ნიშანია მათ საოცარი ვნება აკავშირებთ ერთამანეთთან. ისინი ცხოვრებით ტკბებიან. ყოველთვის ცდილობენ ერთამენთს მიზნის და ოცნებების მიღწევაში დაეხმარონ.
- ქალწული - მორიელი
ქალწულები - ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი ნიშანია. ერთდროულად ისინი თავშეკავებულები და ყურადღებიანები არიან საკუთარი მეორე ნახევრის მიმართ. მათ იდეალურად უხდებათ ვნებიანი მორიელები. ასეთ წყვილს უმყარდებათ ძალიან ძლიერი ემოციური კავშირი.
- სასწორი - ტყუპები
სასწორებს არ უყვართ სუსტი ინტელექტუალური განვითარების ადამიანებთან ურთიერთობა. ყოველთვის ცნობისმოყვარეები, ეს პიროვნებები მიისწრაფიან ახალ ნაცნობობისკენ და მათ სიამოვნებას ანიჭებს საკუთარი მოსაუბრეების შესწავლა. ტყუპები ნამდვილად მათთვის არიან შექმნილები. ორივე ნიშანს კარგად შეუძლია საკუთარი აზრების გამოხატვა, ეს კი უფრო მეტად იზიდავს მათ ერთმანეთთან.
- მორიელი - თევზები
მორიელები აგრესიულები არიან და უყვართ დომინირება, როცა საუბარია საპირისპირო სქესთან ურთიერთობებზე. თევზები და მორიელი ერთად დაუმარცხებლები არიან, მათი კავშირი კი თითქოს ზეცაში იყო წინასწარ დასახული. მორიელს ისე, როგორც სხვა არავის, ესმის თევზების ემოციური ბუნების, მორჩილი თევზები კი ეხმარებიან მას საკუთარი თავის რეალიზაციაში.
- მშვილდოსანი და ვერძი
ორივე ნიშანმა იცის, როგორ გაატაროს დრო კარგად. ორივეს უყვარს მხიარულება და ორივე ცოტა „თავქარიანია". მშვილდოსანი ყოველთვის გულის ძახილს მიჰყვება, მაგრამ დრამას ერიდება. სოციალურ ვერძს კი ეს ძალიან მოსწონს, მას მხარდაჭერა სჭირდება.
- თხის რქა - ქალწული
თხის რქებმა კარგად იციან, რა უნდათ ცხოვრებისგან, და მთელი ყურადღება მიმართული აქვთ საკუთარი მიზნების მიღწევაზე. საპირისპირო სქესთან ურთიერთობებშიც კი ისინი მაქსიმუმ ძალ-ღონეს ხარჯავენ, ამიტომ ცდილობენ შეიკავონ თავი მათგან შიშის გამო, რომ მათ არ მიაყენონ ტკივილი. მოწესრიგებულ ქალწულებს ესმით ეს და ეხმარებიან თხის რქებს შეინარჩუნონ ყველაფერში წესრიგი.
- მერწყული - სასწორი
თუ დარღვეულ იქნა რაიმე ნორმა, მერწყულები ამას არ შეეგუებიან. ისინი მოითხოვენ სამართლიანობას და იქამდე იბრძოლებენ, სანამ მსოფლიოში უთანასწორობა არსებობს. სასწორების სწრაფვა წონასწორობისკენ იზიდავს მერწყულებს, რომლებიც მათ პარტნიორად იღებენ, რომელსაც ესმის პრობლემის მნიშვნელოვნობა და მზად არის დაეხმაროს.
- თევზები და მორიელი
ერთმანეთს ხშირად ხალხამრავალ ადგილას პოულობენ და მართალია, მათი მიზნები და მოსაზრებები ხშირად ძალიან განსხვავდება, მაგრამ ზოგადი ფასეულობები და შეხედულებები მათ მაინც საერთო აქვთ და სწორედ ესაა მათი მყარი ურთიერთობის მთავარი საწინდარი.