Digest Logo

მსოფლიოში სულ 4 ფერის პასპორტია - აი, რატომ

1602681976
პასპორტები ფერებში

მსოფლიოში არსებობს 4 ფერის პასპორტი არსებობს.

წითელი, მწვანე, ლურჯი და შავი - ესაა ის ფერები, რომლებსაც სახელმწიფოები პასპორტისთვის ირჩევენ.

საქართველოში წითელი პასპორტები გვაქვს. რა არის ამის მიზეზი?

წითელი ფერის პასპორტი

tsiteli-pasporti_o_h.jpeg

წითელი პასპორტები ყველაზე გავრცელებულია. მსგავსი ტიპის პასპორტებს ირჩევენ ისტორიული ან ყოფილი საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნები.

სლოვენია, ჩინეთი, სერბეთი, რუსეთი, ლატვია, რუმინეთი, პოლონეთი, საქართველო - ამ ქვეყნების მოქალაქეები წითელი პასპორეტებით სარგებლობენ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ხორვატიის გარდა, აგრეთვე, იყენებენ შინდისფერი და წითელი ფერის პასპორტებს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გამო თურქეთმა, მაკედონიამ და ალბანეთმა რამდენიმე წლის წინ პასპორტის ფერი წითლით შეცვალეს.


ლურჯი ფერის პასპორტი

lurji-pasporti_o_h.jpeg

წითლის შემდეგ ყველაზე გავრცელებული ლურჯი პასპორტია. ლურჯი ყდა განასახიერებს „ახალ სამყაროს“.

კარიბის ზღვის 15 ქვეყანას აქვს ლურჯი პასპორტი. სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშიც მსაგვსი პასპორტებით სარგებლობენ. ერთადერთი გამონაკლისია ვენესუელა, სადაც წითელი პასპორტები აქვთ. აშშ-ს მოქალაქეთა პასპორტები კი მხოლოდ 1976 წელს „შეიღება“ ლურჯად.

მწვანე ფერის პასპორტი

mtsvane-pasporti_o_h.jpeg

მსგავსი ტიპის პასპორტები დამახასიათებელია მუსულმანური სახელმწიფოებისთვის. მწვანე წინასწარმეტყველ მუჰამედის საყვარელი ფერია. ის ბუნებისა და ცხოვრების სიმბოლოა.

დასავლეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს - ბურკინა ფასოს, ნიგერიის, ნიგერიისა და სენეგალს აქვთ სამგზავრო დოკუმენტები, რომლებიც მწვანე ფერისაა. მათ შემთხვევაში, ფერი მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ეკუთვნიან ECOWAS (დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოთა ეკონომიკურ საზოგადოებას).

შავი ფერის პასპორტი

shavi-pasporti_o_h.jpeg

ეს პასპორტი ყველაძე იშვიათია. ეს შეიძლება მოიძებნოს აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებში - ბოტსვანა, ზამბია, ბურუნდი, გაბონი, ანგოლა, ჩადი, კონგო, მალავი და სხვები.

აგრეთვე, ახალი ზელანდიის მოქალაქეებსაც შავი პასპორტი აქვთ, რადგან შავი ქვეყნის ეროვნული ფერია.


რუქაზე წარმოდგენილია ქვეყნები, პასპორტის ფერების მიხედვით


rukebi_o_h.jpeg