Digest Logo

100 დოლარი ყოველ ახლადაცრილ მოქალაქეს - ბაიდენის ინიციატივა

1627641117
ვაქცინა და ფული

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საზოგადოება კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციას არ ჩაიტარებს,  რეგულარული ტესტირების ჩატარება, პირბადეების ტარება და სოციალურ დისტანციის დაცვა მოუწევთ.

ჯო ბაიდენმა შტატების ადგილობრივ მთავრობებს მოუწოდა, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებს, წახალისების მიზნით, 100 აშშ დოლარი გადაუხადონ.

„თავისუფლებას თან ახლავს პასუხისმგებლობა, რადგანაც არავაქცინირებულ ადამიანებს საფრთხე ემუქრებათ.
ამერიკელებს შეუძლიათ გააკეთონ საკუთარი არჩევანი - მაგრამ თუ მათ სურთ ისწავლონ ან იმუშაონ გარკვეულ დაწესებულებებში, უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა შეამცირონ ვირუსის გავრცელების რისკი.

მოვუწოდებ ყველა შტატსა და ადგილობრივ მთავრობებს, გამოიყენონ დაფინანსება, რომელიც მიიღეს, იმისთვის, რომ გადაუხადონ 100 დოლარი ყველას, ვინც სრულად აიცრება. ვიცი, რომ შეიძლება ეს უსამართლოდ ჟღერდეს იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე აცრილია, მაგრამ თუ წახალისების საშუალებები გვეხმარება ამ ვირუსის დამარცხებაში, მიმაჩნია, რომ ჩვენ ისინი უნდა გამოვიყენოთ.

ყველას გვსურს, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ და სამუშაო ადგილები, სადაც ადამიანები სრულად ვაქცინირებული არიან, ამის სწრაფად და წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.