ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1960-1970-იანი წლების ფრანგი სუპერვარსკვლავი იყო. ამის შესახებ theguardian.com იუწყება.
ბელმონდო 1933 წლის 9 აპრილს, ნეი-სიურ-სენში დაიბადა. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმით „პროფესიონალი“. 1989 წელს გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს — სეზარის გამარჯვებული, მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ბედით განებივრებული“.