ბრიტანელი სტივ ბუკე, რომელმაც თავდასხმების სერიის შედეგად, სულ მცირე, 9 კატა მოკლა, 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას სასექსის პოლიცია ავრცელებს.
54 წლის მამაკაცის პირველი მსხვერპლის შესახებ 2018 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი. თავდასხმები 9 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, სანამ ბუკე არ დააკავეს.
ერთ-ერთი თავდასხმის დროს სტივ ბუკე ვიდეოკამერებმა დააფიქსირა, რის შემდეგაც პოლიციამ მისი ამოცნობა და დაკავება შეძლო.
"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ პოლიციამ დამნაშავე დააკავა და ის ამ შოკისმომგვრელი დანაშაულისთვის გაასამართლეს", - განაცხადა ერთ-ერთი მოკლული კატის მეპატრონემ.