Digest Logo

ხელოვნურ კომაში მყოფმა დედამ არ იცის, რომ შვილი გარდაეცვალა - ტრაგიკული შემთხვევა იტალიაში

1624354181
ქალი

51 წლის, პაოლა პირასი თითქმის, 40-დღიანი ხელოვნური კომიდან გამოვიდა. კომაში მყოფ ქალს, ყოფილმა მეგობარმა მამაკაცმა, წარმოშობით პაკისტანელმა - მასდ შაჰიდმა დანით 18 ჭრილობა მიაყენა.

19 წლის ვაჟმა, მირკომ დედის დაცვა სცადა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია, ამ ტრაგედიის შესახებ  „La Nuova Sardegna“-მ გაავრცელა, ხოლო „ANSA“-ს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა, სადაც ქალი იქნა მოთავსებული ინფორმაციის ნამდვილობა დაადასტურა.

ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი

ექიმებმა საავადმყოფოში სასიკვდილო ჭრილობებით მოთავსებული პაოლა ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს, რადგან მიღებული ჭრილობების გამო, ქალს სასიცოცხლო ორგანოები დაზიანებული ჰქონდა.

ამ ეტაპზე, პაოლა პირასის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. სუნთქავს დამოუკიდებლად, დაიწყო კვება, მაგრამ საავადმყოფოს პალატაში საკუთარი შვილის, მირკოს მისვლას ითხოვს.

ამ მომენტისთვის ქალმა არ იცის თავდასხმის ეპილოგი და საავადმყოფოს ექიმები შიშობენ, რომ ამ ამბებმა შეიძლება, მისი ისედაც მძიმე მდგომარეობა გააუარესოს. სავარაუდოდ, ქალს სიმართლეს რამდენიმე დღეში ეტყვიან, როდესაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. ამისათვის საავადმყოფომ ფსიქოლოგების გუნდი უკვე მოამზადა.

„თბილისში ვეღარ დამინახავს, როგორც ჩამოთრეული, უკან წავეთრევი და ამოვასუნთქებ...“ - ვის მიმართავს ნანუკა ჟორჟოლიანი

გასულ პარასკევს, სკოლამ, სადაც მირკო სწავლობდა და სასწავლო წელს ამთავრებდა, დიპლომი მის დეიდას და ძმას გადასცა.

სარდინიის რეგიონის ქალაქ ტორტოლიერის მოსახლეობა, პაოლას კომადან გამოსვლას ინტერესით ელოდა. იმედოვნებენ, რომ იგი შეძლებს, შვილის გარდაცვალების ტრაგიკული ფაქტი დაძლიოს, რომელიც დედის დაცვას შეეწირა.

დაათვალიერეთ ნათია ლაზაშვილის სამსართულიანი სახლი ძველ თბილისში

წყარო: exclusivetv.ge