Digest Logo

მამაკაცმა სიდედრის ატანა ვეღარ შეეძლო, შინაპატიმრობა დაარღვია და პოლიციაში საკუთარი ფეხით მივიდა

1631738074
იტალიის პოლიცია

„იტალიური ქალაქის, ასტის მკვიდრმა შინაპატიმრობა სპეციალურად დაარღვია, რათა სიდედრთან ერთად  სახლში არ დარჩენილიყო“ - ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კაცმა პოლიციას დაურეკა და განაცხადა, რომ სიდედრის ატანა აღარ შეეძლო. ციხის ადმინისტრაციისგან უარის მიღების შემდეგ კი ის პოლიციაში თავისი ფეხით იმ იმედით მივიდა, რომ საკანში ჩასვამდნენ.

კიდევ ერთი უარის მიღების შემდეგ, ის სამართალდამცველებს თავს დაესხა და დასახულ მიზანს მაინც მიაღწია – მამაკაცი დააპატიმრეს.

მიუხედავად იმისა, რომ მას ბრალი დაუმძიმდა, მამაკაცი აცხადებს, რომ მაინც ბედნიერია, რადგან სიდედრთან ერთად ცხოვრება აღარ მოუწევს.

წყარო: primetime.ge