„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თუ ჩამოვა, ამით მმართველ პარტიას დაეხმარება, ეს ერთი. მეორე – თუ ჩამოვა, ის მსჯავრდებულია და დააკავებენ”, – ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ ჩამოსვლას.
„მესმის, რომ შეიძლება „ოცნებამ“ ამნისტია გამოაცხადოს, მიშასაც გამოუშვებენ, ისე როგორც გამოუშვეს მელია და რურუა. მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის სასაცილოა, მიუხედავად იმისა, რომ იმ ქაოსში, რაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერი დასაშვებია“, - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პირობას შეასრულებს და „რეფერენდუმის“ წინ საქართველოში ჩამოვა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ” - ნახეთ, რას ამბობს პეტრე კოლხი
ოჰაიოში ქალი სხვის ბინაში შეიჭრა, ჭურჭელი დარეცხა და მიიმალა