„როდესაც გამოდის ე.წ. მედია მენეჯერი თუ ე.წ ჟურნალისტი და საუბრობს იმაზე, რომ თურმე სასულიერო პირები უნდა გავკრიჭოთ და სახლში გავუშვათ, ვანგრიოთ ეკლესიები, 1921 წლის მესიჯებით რომ საუბრობენ, ასეთი იყო 20 და 30 განცხადება, ეს იყო საერთო სულისკვეთება იმ აქციაზე“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პარტიულ ტელევიზიებშიც არიან ჟურნალისტები, რომლებსც პირადად იცნობს, არიან კეთილსინდისიერი მოქალაქეები, რასაც ვერ იტყვის გვარამიაზე, ჭუტაზე, ნოდარ მელაძეზე და სხვებზე, რომლებიც არიან რადიკალი პარტიული ლიდერები ამ კონკრეტულ ტელევიზიებში და აწარმოებენ ანტისახელმწიფორბრივ და ანტისაეკლესიო კამპანიას.
„როდესაც, ჩვენ ვხედავთ ბოლშევიკებს, კონკრეტულ ადამიანებზე მაქვს საუბარი, ეს არ არის ფართო კონტინენტი, თუნდაც იმ პარტიულ ტელევიზიებში, როდესაც კონკრეტული ლიდერები ტელევიზიებში საუბრობენ ბოლშევიკური მესიჯებით, მათ სჭირდებათ სათანადო პოლიტიკური პასუხი. ბერბიჭაშვილების განცხადებებზეა საუბარი და ამას ადარებთ თქვენ საპატრიარქოს კონკრეტულ განცხადებას? ჩვენ მოვისმინეთ პრინციპულად მიუღებელი განცხადებები. თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული ეს არის სხვა რამე, თუ ვინმე მოიქცა არასწორად, იქ შეიძლება საყვედური იყოს სწორი ფორმა, ეს არის საპატრიარქოს გადასაწყვეტი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.