Digest Logo

მამუკა მდინარაძე - გავრილოვს აპროტესტებენ ადამიანები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც წერია, რომ საქართველოს ძალებმა ცხინვალის დაბომბვა დაიწყო გაუფრთხილებლად და ომი საქართველომ დაიწყო

1624351240
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე - Digest.ge

„გავრილოვს აპროტესტებენ ადამიანები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ევროკავშირის რეზოლუციას, სადაც წერია, რომ  საქართველოს ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვა დაიწყო გაუფრთხილებლად და  ომი საქართველომ დაიწყო“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ეთერში, გიორგი გაბუნიას კითხვაზე - რატომ იყო გავრილოვი პარლამენტში.

მისი თქმით, ეს იყო შეცდომა და ამაზე პასუხისმგებლობა აიღო პარლამენტის თავმჯდომარემ.

„წარმოიდგინეთ, ამ მხარდაჭერის ავტორები რაღაცას აპროტესტებენ, ეს არის პარადოქსი და ეს არის უმძიმესი. ისინი „აპრავებენ“ ამას, უკაცრავად ჟარგონისთვის. სხვა კარგი რაღაცებიც წერიაო, ამით „აპრავებენ.“ ოკუპანტი პირველად ეწერაო. ომის შემდეგ თანამედროვე ცივილიზებული სამყარო გარდა ოკუპანტისა, რუსეთს რას დაუძახებდა მითხარით, რა საფრთხეში ვიყავით ჩვენ, რომ ოკუპანტის გარდა რამე დაეძახა რუსეთისთვის, სხვა შანსი იყო? ამით „გაპრავება“ აი, ამის, რომ საქართველოს დააბრალო ომის დაწყება და ეს დამალო მერე. სამი წლის წინ აღმოვაჩინეთ. ბიძინა ივანიშვილის განცხადება, ჩვენი განცხადება, სალომე ზურაბიშვილის ციტატები, კონტექსტიდან ამოგლეჯილი და ა.შ. საპირწონედ გამოდგება? როცა ათასჯერ უნდა წაიკითხო და აწონ-დაწონო, რეზოლუციას უჭერ მხარს სადაც წერია, რომ საქართველოს ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვა დაიწყო გაუფრთხილებლად და ომი საქართველომ დაიწყო. მარტივი ამბავია, ომის დაწყება 2008 წლის 7 აგვისტოს, დააფიქსირა ასამბლეამ, არ გამოვა ახლა ამის „გაპრავება“. საქართველოს რომ ომი არ დაუწყია და 7 აგვისტოზე უფრო ადრე რომ იყო დაწყებული და აქ რომ 7 აგვისტო ამ თარიღად იყო მოხსენებული, ერთი ორჯერ გაექცათ ქმედება და არა მხოლოდ სიტყვა.

გავრილოვი ვინ იყო ისეთი, თან ასამბლეის ფარგლებში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რაც მიმაჩნდა იმ დღეს, როცა იქ მივვარდი, ის მიმაჩნია დღესაც, რომ ჩვენი უდიდესი შეცდომა იყო. იქ დაჯდებოდა თუ არა, მართლა ვერავინ გააკონტროლებდა ამას, სკამს მიიდგამდა თუ არა ბერძენი კოლეგის გვერდით, რომელსაც უნდა წაეყვანა დღის წესრიგის მიხედვით. ამ გრაფიკით წავიდა ირაკლი კობახიძე სხვა ქვეყანაში ვიზიტით, მან იცოდა, რომ ბერძენი კოლეგა უნდა მჯდარიყო. ამ ყველაფრის მიუხედავად ეს იყო შეცდომა ჩვენი და პასუხისმგებლობა აიღო პარლამენტის თავმჯდომარემ. ის დღე ჩვენი შეცდომა იყო, მაგრამ არა ისეთი, რომელზეც შეიძლებოდა ასე თავის თეატრალური გაგიჟება. პროტესტი ჩემმა მეგობრებმაც გამოხატეს, იქ იყო გულწრფელი ხალხიც, ჩემი მეგობრებიც მათ შორის, 20 ივნისს, მაგრამ, როდესაც ნაცმოძრაობამ გადაწყვიტა, რომ ამით უნდა ესარგებლათ, რომელ შეცდომაზეც პასუხისმგებლობაც ავიღეთ ჩვენ, დღეს ასე ვაღიარებთ, როდესაც გადაწყვიტეს პოლიტიკური მიზნებში გადატანა, მიზნები დაემთხვა ერთმანეთს. პარლამენტში შედიოდნენ და რევოლუციას აწყობდნენ ლამის“, - აღნიშნა მდინარაძემ.