Digest Logo

🎥 „მე არაფრის მეშინია“ - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა დაკავებამდე რამდენიმე წამით ადრე

1633106106
სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოსახლეობას სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა. მან მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა და მხარდაჭერა სთხოვა.

„მე შეიძლება დამაკავონ ახლა, თბილისში, მაგრამ იცოდეთ რომ ბოლომდე ვიბრძვით. ხვალ ვიკრიბებით ყველა, ძალიან ბევრი ხალხი გამოვდივართ ქუჩაში და ვიგებთ ბოლომდე ამ არჩევნებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს გეგმავდა. თუმცა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა სადაც წერს რომ ის 8 წლის შემდეგ საქართველოშია.


აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵თქვენს იმედზე ვარ, სიცოცხლე გავრისკე - სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს

🔵სანდრა რულოვსის პირველი კომენტარი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე

🔵„იმ კაბასავითაა, ზოგისთვის რომ ლურჯი იყო და ზოგისთვის ოქროსფერი“ - როგორ ეხმიანებიან ცნობილები სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას